პარტია "დროას" ლიდერის, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ელენე ხოშტარიას განცხადებით, ოპოზიცია თბილისში დამაჯერებლად იგებს.
"მინდა, დაგარწმუნოთ ყველა, რომ ჩვენ, ოპოზიცია, ვართ აბსოლუტურად მობილიზებულები, მთელი დღის განმავლობაში არის უსუსური შემთხვევები "ქართული ოცნების" მხრიდან გაყალბების. მე უშუალოდ გლდანის უბანზე ვარ და ვნახეთ დაზიანებული ბიულეტენები, რაც სამომავლოდ შეიძლება ეცადონ, რომ გააბათილონ; ვნახეთ ასევე ბეჭდის არდარტყმები, რაზეც ყველას ვაფრთხილებდით, ჩვენს მოქალაქეებსაც და ისინიც ძალიან ყურადღებით არიან მთელი დღის განმავლობაში; ვნახეთ ასევე სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ ადამიანები, ჩვენი მოქალაქეები, რომლებსაც "ქართული ოცნება" - სუსი იყენებს ფარად, აყენებს უბნებში, ურიგებს საჭმელს, ლუდს და ამითი უნდათ, რომ გავლენა მოახდინონ, მაგრამ რა თქმა უნდა ეს ყველაფერი არ იქნება საკმარისი.
მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ინფორმაციით, ჩვენ დამაჯერებლად ვიგებთ თბილისში," - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.