დღეს, 12 ნოემბერს, გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის ინიციატივით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და შპს "კვარციტს'' შორის გაფორმდა მემორანდუმი ურთიერთთანამშრომლობის შესახებ. მემორანდუმს ხელი მოაწერეს სტუ-ის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა და შპს ,,კვარციტის'' გენერალურმა დირექტორმა ზურაბ კერვალიშვილმა.
მემორანდუმის მიზანია საქართველოში სამთო-გეოლოგიური დარგის განვითარების ხელშეწყობა და მისი პერსპექტიული განვითარებისთვის თანამედროვე სამეცნიერო ტექნიკური და საგანმანათლებლო საფუძვლების შექმნა.
შპს ,,კვარციტი'' სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის ორი წარჩინებული სტუდენტისთვის აწესებს სპეციალურ სტიპენდიას, აგრეთვე უზრუნველყოფს სტუ-ის სტუდენტებისთვის ყოველწლიური პრაქტიკის გავლას კვარციტის საწარმოში, ხოლო ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, მიიღებს კურსდამთავრებულს სტაჟირებაზე.