პედაგოგების ვაქცინაცია საქართველოში სავალდებულო ხდება - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა.
მისი განცხადებით, შესაბამისი კანონპროექტი უკვე წარდგენილია.
"რამდენადაც ვიცი, დღეს შეიტანეს კანონპროექტი, რომ ყველა პედაგოგი უნდა იყოს აცრილი. ყველა ქვეყანამ გააკეთა ეს და ჩვენ თან იძახე შენ, არ შეიძლება რაიმე იძულებითი იყოს. რაღაცა მსოფლიოში ყოველთვის არის იძულებითი. გამოხატვის და პიროვნების თავისუფლება უზენაესია, მაგრამ რაღაც იძულებითია,"- აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.
მოგვიანებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უარყო ცერცვაძის განცხადება და აღნიშნა, რომ ეს საკითხი დღის წესრგში არ დგას.