სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილის ბაჩა მგელაძის თქმით, შესაძლოა არსებობდეს მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას შეკვეთილი მკვლელობის რეალური საფრთხე.
მისივე თქმით, გვარამიას გარდა, შეკვეთილი მკვლელობის სამიზნე, შესაძლოა, სხვა ჟურნალისტიც იყოს. თუმცა არ აკონკრეტებს რომელ ჟურნალისტზეა საუბარი და ხომ არ გულისხმობს გიორგი გაბუნიას.
“კონტრტერორისტულ ცენტრში მიმდინარეობს გამოძიება განზრახ შეკვეთილი მკვლელობის ფაქტზე. შესაბამისად, გამოძიების ფარგლებში ჩვენ მიერ დაბარებულ იქნა ნიკა გვარამია, მას მიეწოდა გარკვეული სახის ინფორმაცია და შესაბამისად, ჩვენ მიერ მიეცა რეკომენდაციები უსართხოების ზომების გამკაცრებასთან დაკავშირებით. გამოძიების ინფორმაციით, შესაძლოა არსებობდეს რეალური საფრთხე, შესაბამისად ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მისთვის მიგვეცა გარკვეული რეკომენდაციები უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით.
გამოძიების ინფორმაციით, და მოგეხსენებათ გამოძიება მიმდინარეობს ნიკა გვარამიას შეკვეთილი მკვლელობის ფაქტზე, თუმცა შესაძლებელია ნიკა გვარამიასთან ერთად შეკვეთის სამიზნე იყოს სხვა ჟურნალისტიც”, – განაცხადა ბაჩა მგელაძემ.