თბილისის მერი გიგი უგულავა სერბეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის თავჯდომარესა და ვეტერან კალათბურთეს ვლადე დივაცს შეხვდა.
მათ შეხვედრაზე 2015 წლის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალის დეტალები განიხილეს, რომლის მასპინძლობის სურვილი თბილისსა და ჩეხეთის ერთ-ერთ ქალაქ ბრნოს აქვთ.
"თბილისში ოლიპმიური ფესტივალის სამზადისი უკვე დაწყებულია. ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ თბილისმა ღირსეულად უმასპინძლოს ახალგაზრდულ ოლიმპიადას", - განაცხადა შეხვედრისას თბილისის მერმა გიგი უგულავამ.
ვლადე დივაცის განცხადებით, ის ყველაფერს გააკეთებს, რათა საქართველომ ფესტივალს უმასპინძლოს. დივაცი იმ კომისიის ერთ-ერთი წევრია, რომელიც საბოლოოდ არჩევანს გააკეთებს ბრნოსა და თბილისს შორის.
ვლადე დივაცი საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს ილია II -საც შეხვდა. ამ წუთებში კი ის პარლამენტის თავჯდომარეს დავით ბაქრაძეს ხვდება.
დივაცს იუგოსლავიის საკალათბურთო ნაკრების შემადგენლობაში 1990 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა, ხოლო 2002 წელს კი სერბეთის ნაკრებთან ერთად გახდა ჩემპიონი. ის ორ გზის ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორია, ხოლო ევროპის ჩემპიონი სამჯერ გახდა.