გერმანიის მოქმედმა კანცლერმა, ანგელა მერკელმა პირადად მიულოცა არჩევნებში წარმატება სოციალ-დემოკრატების (SPD) ლიდერს ოლაფ შოლცს, - განაცხადა კანცლერის ოფისმა.
მერკელი ოლაფ შოლცს, რომელიც ამასთანავე მის კაბინეტში ფინანსთა მინისტრის პოსტს იკავებს, ორშაბათს დაუკავშირდა.
გერმანიის მთავრობის სპიკერს შტეფან ზაიბერტს არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. მან მხოლოდ ის აღნიშნა, რომ კანცლერი მერკელი გააგრძელებს მოვალეობის შესრულებას, ვიდრე მისი მემკვიდრის ვინაობა არ გახდება ცნობილი.
"კანცლერი გააგრძელებს საგარეო კავშირების გაღრმავებას, მათ შორის საზღვარგარეთ ვიზიტებითა და უცხო ქვეყნის სახელმწიფოთა ლიდერებთან შეხვედრებითა და მოლაპარაკებებით", - თქვა ზაიბერტმა.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ოლაფ შოლცს არჩევნების შედეგები ანგელა მერკელის თანაპარტიელმა, ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის (CDU) ლიდერმა, არმინ ლაშეტმაც მიულოცა.
კვირას, გერმანიაში გამართული საყოველთაო არჩევნების შედეგების თანახმად, ყველაზე მეტი ამომრჩეველი ოლაფ შოლცის სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ მიიმხრო, თუმცა, რადგან უპირატესობა არც ისე დიდი, მას სხვა პარტიებთან მოუწევს კონსულტაციების გამართვა, რათა შეძლოს მთავრობის ფორმირება.