ჯანდაცვის პროგრამებისა და დაზღვევის სისტემის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი საქართველოს ყველა მოქალაქისთვის გახდება.
ამის შესახებ ჟურნალისტებს შრომის, ჯანმრთლობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა სანდრო ურუშაძემ პარლამენტში 2011 წლის სამინისტროს ბიუჯეტის განხილვის დასრულებისას განუცხადა.
მისი თქმით, სამინისტრო ვალდებულია საზოგადოებას დეტალურად გაცნოს ყველა პროგრამა, თუ როგორ შეუძლიათ მასში ჩართვა და რა უფლებები აქვთ. ამისთვის კი, მინისტრის თქმით, თუ საჭირო გახდა კარდაკარ შემოვლაც მოხდება.
"ჩვენ ვიქნებით საქართველოს მოსახლეობის უფლების დამცველები და ადვოკატები", - აღნიშნა ურუშაძემ.
მისივე თქმით, აუცილებელია საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ინფორმირებაც მოხდეს, რადგან უმეტესობა მათგანს ენის ბარიერი აქვთ.
ურუშაძის თქმით, ამ კუთხით ჯანდაცვის სამინისტრო კონკრეტული ღონისძიებების გატარებას გეგმავს.