ნებისმიერი საპარლამენტო ბერკეტი იქნება გამოყენებული, რომ არცერთი კითხვა არ დარჩეს პასუხგაუცემელი. ეს არის ის რეალობა, რომლის წინაშეც ვართ და აბსოლუტურად ადეკვატურია იმის მოთხოვნა, რომ ჯერ ავთენტურობა უნდა დადგინდეს, - განაცხადა ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისი განმარტებით, დღეს არის იმის საშუალება, რომ ეს მასალა გამოყენებული იქნას სხვადასხვა მიზნებისთვის და სპეკულაციებისთვის, ამიტომ უნდა დადგინდეს ავთენტურობა.
"მივესალმები განცხადებას, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაკეთდა, რომ მოწვეულია ამერიკელი და ევროპელი ექსპერტები, რათა კითხვის ნიშანი არ გაჩნდეს გამოძიების შედეგებთან დაკავშირებით", - განაცხადა კუჭავამ.