მიხეილ ხუბუტია ქართულ- რუსულ ურთიერთობებზე ფილმს იღებს. რუსეთში მაცხოვრებელ ქართველთა კავშირის ხელმძღვანელი ფილმის პროდიუსერი იქნება. ფილმის სახელწოდების ერთ-ერთ ვერსიად "მოსკოვი-თბილისი" განიხილება.
კრემლთან დაახლოებული ხუბუტია ამბობს, რომ გადაღებები რეჟისორ რეზო ჩხეიძის თხოვნით დაიწყო. სცენარის ავტორები და რეჟისორები კი ზაზა მერაბიშვილი და ჯაბა რუაძე იქნებიან. ფილმის ერთი ნაწილის უკვე დასრულებულია. ახლა გადაღებები რუსეთის დედაქალაქში გაგრძელდება.
იდეის ავტორები ფიქრობენ, რომ ახალი ნამუშევარი ორ ქვეყანას შორის დიალოგის დაწყებას შეუწყობს ხელს.
"ასეთი მეგობრული და ტოლერანტული გადაღებები უკვე დაიწყო. რაც შეეხება სცენარს - ეს იქნება რუსეთისა და საქართველოს მეგობრობასთან დაკავშირებული. ფილმის მთავარო მიზანია, რომ გამოვაჩინოთ ქართველი ხალხი როგორც მამაცი, სტუმართმოყვარე და ა.შ", _ აცხადებს რუსეთში ქართველთა კავშირის ხელმძღვანელი მიხეილ ხუბუტია.