ჩემი აზრით, მარტო სესიაც არ იქნება საკმარისი და შეიძლება საგამოძიებო კომისიის შექმნაც იყოს საჭირო, როგორც კი არჩევნები დასრულდება, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ ბოლო დროს გავრცელებულ ფაილებთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ოპოზიციაც კი ვერ აგროვებს საკმარის ხმებს, რომ ეს სხდომა მოიწვიოს, რადგან ყველა ჩართულია წინასაარჩევნო მარათონში.
"ეს ის საკითხია, რასთან დაკავშირებითაც საპარლამენტო სხდომა აუცილებლად უნდა ჩატარდეს, ეს საკითხი არ შეიძლება ასე უბრალოდ დაიხუროს, ან პოლიტიკურად გატარდეს. ჩემი აზრით, მარტო სესიაც არ იქნება საკმარისი და შეიძლება საგამოძიებო კომისიის შექმნაც იყოს საჭირო, როგორც კი არჩევნები დასრულდება. თვითონ ოპოზიციაც კი ვერ აგროვებს საკმარის ხმებს, რომ ეს სხდომა მოიწვიოს. ეს, პირველ რიგში, მიუთითებს იმაზე, რომ ყველა ჩართულია წინასაარჩევნო მარათონში. ოპოზიციაში ამ კუთხითაც არ არის ერთობა, რომ ეს სხდომა ჩატარდეს, ოპოზიციის ნაწილს არ სურს სხდომის ჩატარება და რომც ჩავატაროთ, მათთვის კარგი მიზეზი იქნება რომ თქვან, სხდომა ჩატარდა არჩევნებამდე და მათ არ მიეცათ საშუალება კამპანია ეტარებინათ რეგიონებში”, - აცხადებს კახა კუჭავა.