სომალელმა მეკობრეებმა დაატყვევეს კიდევ ერთი გემი, რომლის ბორტზეც ქართველი მეზღვაურიც იმყოფება.
ინფორმაციას საერთაშორისო ორგანიზაცია "ეკოტერამ" დაადასტურა.
ტუნისური კომპანიის კუთვნილ ტანკერ "ანიბალ-2"-ზე 31 ადამიანია. ეკიპაჟის წევრებს შორის ტუნისელი, ფილიპინელი, ხორვატი და რუსი მეზღვაურებიც იმყოფებიან.
24 ტონა ზეთით დატვირთული ტანკერი მალაიზიიდან სუეცისკენ მიდიოდა, ის მეკობრეებმა ინდოეთთან ახლოს დაატყვევეს.
"ეკოტერას" ინფორმაციით, სომალელი მეკობრეების ტყვეობაში 30-მდე გემი და 500 მდე მეზღვაური რჩება.