მეტადონის პროგრამაში ჩართული პაციენტი ექიმებს შორის დაპირისპირების მიზეზი ხდება. უთანხმოება მოზარდთა # 19-ე პოლიკლინიკაში მას შემდეგ დაიწყო, რაც მეტადონის გაცემის გამო, რამდენიმე კვირის წინ დირექტორმა ნათია ფიცხელაურმა თანამდებობიდან პოლიკლინიკის ექიმი ნათია სულხანაური გაათავისუფლა.
ამის მიზეზად მეტადონის პროგრამაში ჩართულ პაციენტზე ორჯერ ე.წ. ფორმა # 100-ის გაცემა სახელდება ისე, რომ თავად პაციენტი ექიმს არ უნახავს.
სულხანაურის განმარტებით კი მის მიერ გაცემულ ფორმა 100-ზე თავად დირექტორის ხელმოწერა იყო.
სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოში გათავისუფლებული სულხანაურის განცხადებაც ინახება, რომელიც პოლიკლინიკაში არსებულ გაუსაძლის მდგომარეობას და დირექტორის მხრიდან ექიმებსა და პაციენტებზე განხორციელებულ მორალურ ზეწოლაზე საუბრობს.
სააგენტოს სპეციალისტები მომხდარზე დასკვნას რამდენიმე კვირაში გამოაქვეყნებენ.