დღეს, 12 ნოემბერს, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, აფხაზეთიდან დევნილ, 23 წლის ვლადიმერ ფანჩულიძეს საჩუქრად პერსონალური კომპიუტერი გადაეცემა.
აფხაზეთის ეკონომიკის მინისტრი ნუგზარ სექანია სენაკში ხვალ ვლადიმერ ფანჩულიძეს მოინახულებს და აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის საჩუქარს პირადად გადასცემს.
ვლადიმერ ფანჩულიძე დევნილობის შემდეგ სენაკში ნათესავებთან ცხოვრობს. ის 3 წლიდან ინვალიდის ეტლს არის მიჯაჭული და დამოუკიდებლად გადაადგილებას ვერ ახერხებს.