9-12 ნოემბერს თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის ინსტიტუტი და არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტი ატარებენ კავკასიოლოგთა II საერთაშორისო კონგრესს.
სამეცნიერო ფორუმზე წარმოდგენილი იქნება მსოფლიოს მრავალი ქვეყანა.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ჩრდილოკავკასიელი კოლეგების მონაწილეობა კონგრესში.
ჩატარებული რიგი ღონისძიებების, ერთობლივი პროექტების განხორციელების შედეგად საქართველო იბრუნებს რეგიონისა და საერთაშორისო კავკასიოლოგიური სკოლის ლიდერის ფუნქციას. წარმოგიდგენთ კონგრესის საპროექტო წინადადებას ქართულ და ინგლისურ ენებზე.
კონგრესისათვის მომზადდა სამენოვანი მასალები 540 გვერდის მოცულობით. სამენოვანი პროგრამა 80 გვერდის მოცულობით, საპრეზენტაციო გამოცემა: არნ. ჩიქობავას იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების შესავალი რუსულად. და სხვა პუბლიკაციები. აგრეთვე, კონგრესის სპეციალური ვებ-გვერდი www.humanities.tsu.ge /congress/
კონგრესის გახსნას დაესწრებიან სახელმწიფო სტრუქტურათა წარმომადგენლები და საპატიო სტუმრები.