12 ნოემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ჯანდაცვის სფეროში მომუშავე დონორი ორგანიზაციებისა ( USAID, UNICEF, WHO, UNDIP, UNAIDS, OSI) და საელჩოების (გერმანიის, საფრანგეთის, შვეიცარიის, პოლონეთის, საბერძნეთის, ლიტვის) წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართება.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ანდრია ურუშაძე ჯანდაცვის სფეროს ძირითადი მიმართულებების შესახებ პრეზენტაციას გააკეთებს. პრეზენტაციის ძირითადი საკითხები ათასწლეულის განვითარების მიზნების მიღწევა, საქართველოში ადამიანური რესურსების განვითარება, ჯანდაცვის მართვის საინფორმაციო სისტემები და ჰოსპიტალური სექტორის განვითარებაა.
შეხვედრაზე მხარეები თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე, ურთიერთობების გაღრმავებასა და კონკრეტული საჭიროებების განსაზღვრაზე იმსჯელებენ.