ხვალ, 12 ნოემბერს, 17:00 საათზე, ზურა ვაზაგაშვილის სახელობის დარბაზ "ჯაზუში" არასამთავრობო ორგანიზაცია "გადაარჩინე სიცოცხლე" 47 არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად მართავს შეხვედრას, სადაც
განიხილება მცხეთაში, წმინდა ადგილზე მიმდინარე მშენებლობა.
აღნიშნული მშენებლობა მიმდინარეობს მცხთის საქალაქო სივრცეში, მტკვრის
მარცხენა სანაპიროს იმ მონაკვეთში, რომელიც მოქცეულია ძველ
მოგვთა ხიდსა (იგივე პომპეუსის ხიდსა) და სამანქანო ახალ ხიდს შორის. ეს
სწორედ ის ადგილია, სადაც მდებარეობდა წმიდა ელიოზ მცხეთელისა და მისი დის
წმიდა სიდონიას სამოსახლო. აქ წმიდა ნინომ ჯვარი აღმართა და
მირიან მეფე და ნანა დედოფალი მონათლა, რამაც საფუძველი ჩაუყარა
ქრისტიანობის საქართველოს სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას.