დაღესტანში მილიციელებზე უცნობი პირების თავდასხმის შედეგად გარდაცვლილი მილიციელების რიცხვმა შვიდს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ მახაჩკალაში დღეს მილიციის დანაყოფებზე თავდასხმათა სერია განხორციელდა.
დაახლოებით 13:00 საათზე ხუთმა უცნობმა პირმა მილიციის შვებულებაში მყოფი თანამშრომლის კუთვნილი "პრიორას" მარკის ავტომობილი გაიტაცა და მილიციელებზე თავდასხმათა სერია განახორციელა. სწორედ ამ ავტომობილით მოხდა თავდასხმა მილიციის დანაყოფებზე.