საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტის სამართლის კლინიკის გუნდმა მონაწილეობა მიიღო სამართლებრივი განათლების საერთაშორისო ცენტრის (ჩILშ), ლონდონის სამეფო კოლეჯის, გერმანიის საარბიტრაჟო ინსტიტუტის (ჩIშ), სუფფოლკის უნივერსიტეტის (აშშ) და პეპერდინის სამართლის სკოლის (აშშ) მიერ ორგანიზებულ ინგლისურენოვან პროექტში - უცხოური ინვესტიციების იმიტირებულ საარბიტრაჟო პროცესები. პროცესები გაიმართა აშშ-ში, კალიფორნიის შტატში, პეპერდინის უნივერსიტეტში.
სტუ-ის გუნდი წარმოდგნილი იყო შემდეგი შემადგენლობით: კობა ჩიხლაძე, გიორგი მთიულიშვილი, ქეთევან ცინცაძე, დავით ჩიტაიშვილი, ვანო ზარდიაშვილი და გვანცა მეუნარგია. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა წარმატებით გაართვეს თავი საინვესტიციო სამართლის პრობლემატურ საკითხებს და ღირსეულად წარმოაჩინეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელი. სტუ-ის გუნდი მოხვდა საუკეთესო მონაწილეთაAშორის. გუნდის ერთ-ერთი წევრი დავით ჩიტაიშვილი დასახელდა პროექტის საუკეთესო ორატორად.
კონკურსში მონაწილეობდა მსოფლიოს წამყვანი 35 უნივერსიტეტი.
გუნდის მონაწილეობა პროექტში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-ტექნიკურმა ფაკულტეტმა დააფინანსა.