ის არის ყოფილი პრეზიდენტი, ის ხომ შემქმნელია ქართული ჯარის და მან იმ ჯარს მოუწოდა, უთხრა, მოქალაქეებს არ დაუპირისპირდეო, ეს არ იყო წაქეზება, - ამბობს პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი მიმართვასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ჯარისკაცი რუსეთზე მომუშავე ხელისუფლებას არ უნდა დაემორჩილოს.
„მისი დღევანდელი მიმართვა იყო მხოლოდ ის, რომ თვალები რომ დაგვთხარე 20 ივნისს, ეს არ გააკეთოთო რა. ამით უთხრა, რომ თქვენს მოქალაქეებს თვალები არ დათხაროთო. 5 ივლისს ჟურნალისტები რომ ცემით მოკალით, არ მოკლათო და კოლიდორი არ გაუკეთოთ მკვლელებსო. ის არის ყოფილი პრეზიდენტი, ის ხომ შემქმნელია ქართული ჯარის და მან იმ ჯარს მოუწოდა, უთხრა, მოქალაქეებს არ დაუპირისპირდეო, ეს არ იყო წაქეზება. სამოქალაქო ვალის მოხდაა, როდესაც ხედავ ჯარისკაცი, რომ შენ ხელისუფლებას აბარებს რუსეთს, და გადაბარებააა როდესაც ბელარუსიის უშიშროებასთან ხელს აწერს შენი უშიშროება, ეს ნიშნავს, რომ მათ წვდომა ჰქონდეთ. ამას რომ ჯარისკაცი დაინახავს, ის ჯარისკაცი რუსეთზე მომუშავე ხელისუფლებას არ უნდა დაემორჩილოს. ის მოუწოდებს ჯარს, რომ არ დაუპირისპირდეს თავის მოქალაქეებს. რუსეთის ხელისუფლება სამოქალაქო დაპირისპირებას ითხოვს ყოველთვის, მაშ თავად არ მოახდინეს დაპირისპირება, გავინძერით ვინმე? ისე მოგვიკლეს ლაშქარავა, არ გავნძრეულვართ. სამოქალაქო დაპირისპირება არ იყო, როდესაც მორგოშია მიუთითებდა და პოლიცია იქ იდგა, კოლიდორს უკეთებდა მორგოშიას?“, - თქვა ჩარკვიანმა.