პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პავლე კუბლაშვილის განმარტებით ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით გუშინ გამართულ მოლაპარაკების პირველ რაუნდში "ეროვნული ფორუმის" მანდატით "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია იყო წარმოდგენილი.
"მე არ ვიცი უშუალოდ "ფორუმის" წევრები რატომ არ მოვიდნენ მოლაპარაკებებზე. ჩაკვეტაძის საქმე არ უნდა გახდეს მოლაპარაკებებზე არ მოსვლის მიზეზი, რადგან მისი დაკავების ფაქტი არის სამართლებრივი საქმე და არა პოლიტიკური ვაჭრობის საგანი. ჩაკვეტაძის ქმედება იყო სამართალდარღვევა და ამას სასამართლო გადაწყვეტს. ალასანიას თქმით, გუშინდელ მოლაპარაკებებში, "ფორუმის" მანდატით ის იყო წარმოდგენილი", - განმარტა კუბლაშვილმა
შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებამა და ოპოზიციურმა პარტიებმა საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით მოლაპარაკებები წამოიწყეს. პარტია "ეროვნული ფორუმის" წევრები კი მოლაპარაკებების პირველ რაუნდზე არ მივიდა. როგორც ცნობილია, "ფორუმი" იქამდე არ აპირებს მოლაპარაკებებში ჩართვას, სანამ მათი პარტიის ერთ-ერთი წევრი, ზაზა ჩაკვეტაძე პატიმრობაში იმყოფება.