ხვალ, 12 ნოემბერს, "ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია აშშ-ში გაემგზავრება.
როგორც ალასანიამ ჟურნალისტებს თავად განუცხადა, ის ვაშინგტონს ეწვევა, სადაც შეხვედრებს თეთრ სახლში (პრეზიდენტ ობამას მრჩევლებთან), კონგრესში, სახელმწიფო დეპარტამენტსა და ანალიტიკური კვლევის ცენტრში გამართავს. დაგეგმილია ალასანიას მისვლა კოლუმბიის უნივერსიტეტშიც.
აშშ ვიზიტის დასრულების შემდეგ, ალასანია ბრიუსელში გაემგზავრება და ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებს გამართავს.