შეერთებულ შტატებში, ნიუ იორკში 2001 წლის 11 სექემბრის ტერორისტული აქტის მსხვერპლთა ხსოვნისადმი პატივის მიგების ცერემონიალი დაიწყო.
ცერმონიაზე დასასწრებად ნიუ იორკს ეწვივნენ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და პირველი ლედი ჯილ ბაიდენი, ასევე ყოფილი პრეზიდენტები ბარაკ ობამა და ბილ კლინტონი.
მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტები მივლენ იმ ადგილას, სადაც ტერორისტული აქტი განხორციელდა და დაღუპულთა ოჯახებს შეხვდებიან.
ცერემონიალზე დაღუპულთა სახელებს წაიკითხავენ. ასევე გამოცხადდება წუთიერი დუმილი:
ადგილობრივი დროით 08:46 საათზე, როდესაც პირველი თვითმფრინავი დაეჯახა მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ჩრდილოეთ კოშკს;
09:09 საათზე, როდესაც სამხრეთ კოშკს დაესხნენ თავს;
09:37 საათზე, როდესაც პენტაგონს თავს დაესხნენ;
09:59 საათზე, როდესაც ჩრდილოეთ კოშკი ჩამოინგრა;
10:03 საათზე, როდესაც მეოთხე თვითმფრინავი, რომლის მგზავრებმა ტერორისტებს წინააღმდეგობა გაუწიეს, პენსილვანიაში ჩამოვარდა.
10:28 საათზე: 28 როდესაც სამხრეთ კოშკი ჩამოინგრა.
მანამდე პრეზიდენტმა ბაიდენმა შემზარავი ტერორისტული აქტის მე-20 წლისთავთან დაკავშირებით საგანგებო მიმართვა გაავრცელა, სადაც ამერიკელებს მტკიცე ერთიანობისკენ მოუწოდა.
ხსოვნის ღონისძიებები შეერთებული შტატების მასშტაბით სხვადასხვა ქალაქშიც იმართება.
2001 წლის 11 სექტემბერი - რა მოხდა, რა შედეგები მოჰყვა