შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ამერიკელებს 2001 წლის 11 სექტმებრის ტერაქტის 20 წლისთავთან დაკავშირებით ერთიანობისკენ მოუწოდა.
"როგორც უკანასკნელ დღეებში დავრწმუნდით, ერთიანობა ეს ჩვენი უდიდესი ძალაა. ეს არის ის, რაც წარმოგვაჩენს ისე, როგორებიც ვართ. ჩვენ ეს არ უნდა დავივიწყოთ", - დაწერა ბაიდენმა Twitter-ზე.
ჯო და ჯილ ბაიდენები დღეს პატივს მიაგებენ ტერაქტების შედეგად დაღუპულებს და გვირგვინებით შეამკობენ ტრაგედიის ადგილებს: ნიუ იორკის მსოფლიო სავაჭრო ცენტრს, პენტაგონს, ასევე პენსილვანიის შტატში იმ ადგილს, სადაც რეისი 93 United Airlines-ი ჩამოვარდა.
2001 წლის 11 სექტემბერს, სამშაბათს, ტერორისტებმა გაიტაცეს ამერიკული სამგზავრო ლაინერები და ნიუ იორკში ორ ცათამბჯენს შეაჯახეს. დაიღუპა 2 977 ადამიანი.
ეს ტერაქტი იყო თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენა არა მხოლოდ ამერიკელებისთვის, არამედ, მთელი მსოფლიოსთვის.
2001 წლის 11 სექტემბერი - რა მოხდა, რა შედეგები მოჰყვა