2021 წლის 11 სექტემბერს 20 წელი შესრულდება შეერთებულ შტატებში განხორციელებული შემზარავი ტერორისტული აქტიდან, რომელმაც ასეულობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
2001 წლის 11 სექტემბერს თვითმკვლელი გამტაცებლების მცირე ჯგუფებმა აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს თავზე ერთდროულად გაიტაცეს ოთხი სამგზავრო ლაინერი.
ტერორისტებმა თვითმფრინავები გადააქციეს გიგანტურ ბომბებად, რომლითაც დაგეგმეს ნიუ იორკსა და ვაშინგტონში სიმბოლურად და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ნაგებობებს დანგრევა.
ორი ავიალაინერი დაეჯახა ნიუ იორკში მდებარე სავაჭრო ცენტრს - ტყუპ ცათამბჯენს.
პირველი თვითმფრინავი ჩრდილოეთ ცათამბჯენს ადგილობრივი დროით 08:46 სათზე დაეჯახა, მეორე კი სამხრეთ ცათამბჯენს 09:03 საათზე.
ცათამბჯენებში გაჩნდა ხანძარი და ზედა სართულებზე მყოფ ადამიანებს, გამოსასვლელი გზა გადაუჭრა. ორ საათზე ნაკლებ დროში ორივე 110-სართულიანი კოშკი ჩამოინგრა.
09:37 საათზე მესამე ლაინერი ვაშინგტონთან მდებარე აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის უზარმაზარი შენობის - პენტაგონის დასავლეთ ფასადს დაეჯახა.
მეოთხე თვითმფრინავში მგზავრებმა ტერორისტებს წინააღმდეგობა გაუწიეს და ლაინერი 10:03 საათზე, პენსილვანიის შტატში ჩამოვარდა. ეს თვითმფრინავი, სავარაუდოდ, ვაშინგტონში კაპიტოლიუმს უნდა დაჯახებოდა.
შემაძრწუნებელი ტერაქტის შედეგად დაიღუპა 2 977 ადამიანი (მათ შორის არ არის 19 გამტაცებელი თვითმკვლელი). უმეტესობა ნიუ იორკის ტყუპ კოშკში დაიღუპა.
ოთხივე თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა 246 მგზავრი და ეკიპაჟის წევრები. ყველა მათგანი დაიღუპა. ტყუპ ცათამბჯენში ადგილზე დაიღუპა ან შემდეგ დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა 2 606 ადამიანი. პენტაგონის შენობაში დაიღუპა 125 ადამიანი.
ნიუ იორკმა კოშკების ჩამონრევის დროს დაკარგა საგანგებო სამსახურების 441 ადამიანი.
ტერორისტული აქტი ავღანეთში, ისლამური ექსტრემისტული ქსელური ორგანიზაციის "ალ ყაიდას" მიერ დაიგეგმა. ავღანეთს მაშინ თალიბები აკონტროლებდნენ. "ალ ყაიდას" ტერორისტი ოსამა ბინ ლადენი მეთაურობდა.
ტერაქტებიდან ერთ თვეზე ნაკლებ დროში, შეერთებულმა შტატებმა მოკავშირეებთან ერთად, პრეზიდენტ ჯორჯ ბუში უმცროსის ინიციატივით, დაიწყეს ავღანეთში შესვლა. მათი უპირველესი მიზანი იყო "ალ ყაიდას" განადგურება და ოსამა ბინ ლადენის დაკავება. თუმცა ბინ ლადენი იპოვეს და მოკლეს მხოლოდ 2011 წელს და არა ავღანეთში, არამედ პაკისტანში.
აფეთქების შედეგად გამოწვეულ კვამლში გახვეული თავისუფლების ქანდაკება. ფოტო გადაღებულია ტერაქტიდან რამდენიმე დღის შემდეგ
მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ჩრდილოეთის კოშკის ზედა სართულები, სადაც ტერორისტების მიერ გატაცებული თვითმფრინავი შეეჯახა
გატაცებული თვითმფრინავი (რეისი 175) სამხრეთის კოშკთან შეჯახებამდე. ჩრდილოეთის კოშკზე უკვე ხანძარი მძვინვარებს
სამხრეთის კოშკზე თვითმფრინავის შეჯახების მომენტი
რამდენიმე წუთში მას შემდეგ, რაც რეისი 175, რომლის ბორტზეც 56 მგზავრი (მათ შორის 5 გამტაცებელი) და ეკიპაჟის 9 წევრი იმყოფებოდა, სამხრეთის კოშკს შეეჯახა
სამხრეთის კოშკი აფეთქებისას
ორი ქალი გლოვობს შემზარავ ტრაგედიას
ცეცხლწაკიდებული შენობები Empire state Building-ის ფონზე
სატელიტიდან გადაღებულ ფოტოზე მოჩანს ტერაქტის ადგილი
შენობაში მყოფი ადამიანები შველას ითხოვენ
ცეცხლმოკიდებული ჩრდილოეთის კოშკის ზედა სართულებიდან სასიკვდილოდ განწირული ადამიანები ხტებიან
პენტაგონის სათვალთვალო კამერა აფიქსირებს თვითმფრინავის შეჯახების მომენტს. ბორტზე 58 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა
პენტაგონის შენობა შეჯახების შემდეგ
აფეთქების შემდეგ პენტაგონის შენობაში ხანძარს აქრობენ
56 წუთის განმავლობაში მძვინვარე ხანძრის შემდეგ, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის სამხრეთის კოშკი ჩამონგრევას იწყებს
მტვრით დაფარული მოქალაქეები ტერაქტის ადგილის სიახლოვეს
102 წუთის განმავლობაში მძვინვარე ხანძრის შემდეგ, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ჩრდილოეთის კოშკი ჩამონგრევას იწყებს
მსოფლიო სავაჭრო ცენტრის მიმდებარე ტერიტორია კვამლსა და მტვერშია გახვეული
ტერაქტის შედეგად დაშავებული მოქალაქე
ნიუ იორკის სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომელი ტერაქტის ადგილზე
ორი უზარმაზარი ნაგებობის ნგრევის შემდეგ, რომელმაც ასეულობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ნანგრევებითა და მტვრით გაივსო მანჰეტენის ქუჩები
მეხანძრეები გადარჩენილებს ეძებენ
რიგითი მოქალაქე ნანგრევებთან მივიდა, რათა გაარკვიოს, ვინმეს მისი დახმარება ხომ არ სჭირდება
ფოტო: AP, Reuters, AFP, Getty Images