ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი ჯანდაცვის სფეროში არსებული კორუფციული პროგრამების შესახებ აკეთებს განცხადებას. როგორც დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, ჯანდაცვაში კორუფციის წილი არსებობს, რასაც სახელმწიფო არ შეურიგდება.
"კორუფციის წილი დაგვრჩა ჯანდაცვაში და ჩვენ ვაპირებთ, რომ ამას მივხედოთ. ძალიან ბევრი საფინანსო დანაშაულებები სწორედ ამ სექტორშია, რომელსაც მალე მიეხედება. ბიუჯეტიდან გამოყოფილი თითოეული ლარი ავადმყოფს და მის კეთილდღეობას უნდა მოხმარდეს. მას შემდეგ რაც ამ სექტორში წესრიგი დამყარდება მაშინ შეიძლება ამ სფეროში საბიუჯეტო თანხების ზრდაზეც ვისაუბროთ" - განაცხადა კახა ბაინდურაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 2011 წლის ჯანდაცვის ბიუჯეტის სრული პარამეტრები ამ დრომდე არ არსებობს, რადგან ჯანდაცვის მინისტრმა სანდრო ურუშაძემ საქმეში გასარკვევად გარკვეული დრო ითხოვა და ჯანდაცვის სამინისტროს სრული დაფინანსების შესახებ ინფორმაცია უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი