მიუსაფარ ბავშთა სახლების აღსაზრდელებს მომავალი წლიდან სახელმწიფო დააზღვევს.
ამის შესახებ შრომის, ჯანმრთლებისა და სოციალური დაცვის მინისტრმა სანდრო ურუშაძემ დღეს, პარლამენტში ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
მინისტრის განმარტებით, ამ დრომდე დედ-მამის მზრუნველობას მოკლებული ბავშვების ჯამრთლების დაზღვევა არ ხდებოდა, ამ მხრივ კი განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა იყო ახლადდაბადებულ ბავშვებთან დაკავშირებით, რომლებიც მშობლებმა მიატოვეს.
"მშობლების მიერ მიტოვებული ახლად დაბადებული ბავშვების მკურნალობის ხარჯების ანაზღაურებასთან დაკავშირებით სულ გაუგებრობა იყო, ახლა კი ყველა ბავშვი ვინც მიუსაფარი იქნება დაბდებითანავე დაეზღვა, რაც კლინიკისთვისაც კარგია და მაგრკვეულ წილად ბავშვის ჯანმრთლების გაუარესებასაც გამორიცხავს", - აღნიშნა მინისტრმა.