მშობლების მზრუნველობას მოკლებული ბავშვებისთვის ორი წლის განმავლობაში 70 ოჯახის ტიპის სახლის მშენბლობა და რეაბილიტაცია მოხდება.
ამის შესახებ შრომის, ჯანმრთლებისა და სოციალური დაცვის მინისტრმა სანდრო ურუშაძემ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მინისტრის განმარტებით, 2011-12 წლებში ჯანდაცვის სამინისტრო დონორთა და საბიუჯეტო სახრებით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მიუსაფარ ბავშვთა სახლების ადგილზე ახალი, ოჯახური ტიპის სახლების მშებელობა-რეაბილიტაციას დაიწყებს. ამის შემდეგ დედ-მამის მზრუნველობას მოკლებულ ბავშვებს საშუალება მიეცემათ ნორმალურ პირობებში და ოჯახურ გარემოში იცხოვრონ.
ურუშაძის შეფასებით, აღნიშნული პროგრამის განხორცილება ბავშვთა სახლების აღსაზრდელებს საშუალებას მისცემს საზოგადოებაში ადაპტაცია ადვილად მოახდინონ.