შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 2011 წელს 1 მილიარდ 570 მილიონი იქნება.
ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა სანდრო ურუშაძემ დღეს პარლამენტში, ჯანდაცვის კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა. სხდომაზე მინისტრმა ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი წარადგინა.
მისი თქმით, 2011 წელს სამინისტროს საბიუჯეტო სახსრების გარდა, ასევე დონორებისგან დახმარებას მიიღებს და ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის საერთო მაჩვენებელი 1 მილიარდ 604 მილიონი ლარით განისაზღვრა.
აღსანიშნავია, რომ აქედან 230 მილიონი სოცილურად დაუცველ ფენების დახმარებისთვის გამოიყოფა. ამ კატეგორიაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი მოსახლეობაც შედის.