29 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით ქალაქი ქუთაისი მასპინძლობს ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების რიგით მე-10 საკონსულტაციო ფორუმს. ევროპის საბჭოსთან ერთად ფორუმის პარტნიორები არიან საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია.
ფორუმის სახელწოდებაა „მდგრადი კულტურული მარშრუტები კრიზისიდან გამოსვლის ინოვაციური გზის კვალდაკვალ“.
პანდემიის გათვალისწინებით ფორუმი ტარდება ონლაინ რეჟიმში.
ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციასა და პირს შეუძლია დარეგისტრირდეს და მონაწილეობა მიიღოს ფორუმის ფარგლებში დაგეგმილ საინტერესო ონლაინ დისკუსიებში. ფორუმი გაიმართება სამ სამუშაო ენაზე: ინგლისურ, ფრანგულ და ქართულ ენებზე, სინქრონული თარგმანის დახმარებით.
ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების მე-10 საკონსულტაციო ფორუმის პროგრამა და სარეგისტრაციო ბმული:
https://www.coe.int/.../cultural-routes/2021-kutaisi-forum