შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის სანდრო ურუშაძის მტკიცებით, ჯანდაცვის ისეთი პროგრამების, როგორიცაა კარდიო-ქირურგია, ონკოლოგიური და გადაუდებელი შემთხვევბის პროგრამების დაფინანსება არ შეწყდება.
ამის შესახებ ურუშაძემ დღეს პარლამენტში, ჯანდაცვის კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განაცხადა. კომიტეტზე მინისტრმა ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი წარადგინა.
"უსაფუძლოა შეშფოთება, რომ რომელიმე პროგრამა დაფინასდება, კერძოდ კი ონკოლოგიის, კარდიო-ქირურგიის, გადადაუდებელი შემთხვევების დაფინანსება უქმდება, ჩვენ ამ მიმართულებით აღებულ ვალდებულებს კვლავ შევასრულებთ", - აღნიშნა ურუშაძემ.
მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი მოიცავს შემდეგ ძირითად მიმართულებს: საპენსიო უზრუნველყოფა, სოციალური დახმარება და სევისები, ჯანდაცვითი და ინფრასტრუქტურული პროგრამები.
"ყველა ამ მიმართულებით ჩვენი საბიუჯეტო ასიგნებები ჯამში იზრდება, რადგან მათზე მოთხოვნაც გაზრდილია", - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი.