საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე სამუშაო ვიზიტით ლატვიის რესპუბლიკაში იმყოფებოდა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო უწყებიდან აცნობეს, ლატვიაში ვიზიტის ფარგლებში გრიგოლ ვაშაძემ შეხვედრები ქვეყნის კოლეგა მინისტრ გირტს ვალდის კრისტოვსკისთან და ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრ მარის რიეკსტინშთან გამართა.
"შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ლატვიას შორის არსებული ორმხივი ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები, ქვეყნებს შორის საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები და საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე ლატვიის მხარდაჭერის მნიშვნელობა", - აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.