საპარლამენტო ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატები" ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინასებას ითხოვს.
აღნიშნული წინადადება ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი ახვლედიანმა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, ასევე სპორტისა და ახალგაზრობის საქმეთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დააყენა.
მისივე განმარტებით, საუბარია დაახლოებით ჩვიდმეტამდე ახალგაზრდის სწავლის დაფინანსებაზე.
"ისინი ე.წ. საზღვრისპირა სოფლებში ცხოვრობენ და მატერიალურად ძალიან გაჭირვებულები არიან. მათ არ აქვთ სწავლის საფასურის გადახდის საშუალება. ამიტომაც, მივმართავთ განათლების სამინისტროს ამ სტუდენტების სწავლის ღირებულების დასაფინანსებლად თანხები გამოყოს", - განაცხადა სხდომაზე ახვლედიანმა.
გარდა ამისა, "ქრისტიან დემოკრატები" სახელმწიფოსგან სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილების უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის დაფინანსებასაც მოითხოვენ.