COVID-19-ით ინფიცირების კლება, ცალსახად შეზღუდვებმა გამოიწვია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ დღეს, „იმედის დილაში“ განაცხადა.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, აცრების ეფექტის დათვლა ოქტომბერშია შესაძლებელი, რადგან იმუნიტეტის ჩამოყალიბებას გარკვეული დრო სჭირდება.
„თუმცა აცრების შემთხვევაშიც კი ძალიან მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ის რეგულაციები, რომლებიც დასახელებულია პანდემიის დაწყების პირველი დღიდან, მის დასრულებამდე სავალდებულო უნდა დარჩეს“, - აღნიშნა ტიკარაძემ.