ნატოს იმედი აქვთ, რომ ლისაბონის სამიტზე, ევროპაში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის განთავსებასთან დაკავშირებით რუსეთთან შეთანხმების მიღწევა მოხდება.
ამის შესახებ განცხადება ნატო-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ გააკეთა.
მისი თქმით, "სამიტზე ნატო შეეცდება, ანტისარაკეტო სისტემების განთავსებისთვის, რუსეთთან ე.წ. საგზაო რუკა შეათანხმოს".
ამასთან, აპატურაის განმარტებით, ლისაბონის სამიტის ერთ-ერთი მთავარი თემა ავღანეთის საკითხი იქნება.
"ნატო ავღანეთის მიტოვებას არ აპირებს და ალიანსის შეიარაღებული ძალები იქ იმდენ ხანს დარჩებიან, რამდენიც საჭირო იქნება", - დასძინა მან.
შეგახსენებთ, რომ ლისაბონში ნატოს სამიტი 20 ნოემბერს გაიმართება.