23 წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველმა ნიჩბოსანმა ალექსანდრე წივწივაძემ ოქროს მედალი მოიპოვა.
ახალგაზრდული ჩემპიონატი პორტუგალიაში გაიმართა.
17 წლის ქართველმა ნიჩბოსანმა 500-მეტრიან დისტანციაზე პირველი ადგილი დაიკავა.
მეორე ადგილზე რუსი მაქსიმ კარატაევი, ხოლო მესამეზე მოლდოველი მიჰაი ჩიჰაია გავიდა.