ჩვილთა მორიგი, მე-14 საყოველთაო ნათლობა 21 ნოემბერს, მთავარანგელოზობის დღესასწაულზე გაიმართება.
პატრიარქი ამჯერად 360 ბავშვის ნათლია გახდება. ფონდ "ლაზარეში" ნათლულობის მსურველთა სწორედ აღნიშნული რაოდენობის განცხადებაა შესული.
პატრიარქს სულ 6 700-ზე მეტი ნათლული ჰყავს.
შეგახსენებთ, რომ უწმინდესის ინიციატივით, პატრიარქის ნათლულები ის ბავშვები იქნებიან, რომლებიც ჯვარდაწერილი მეუღლეების ოჯახში მესამე და მომდევნო შვილები არიან.
ტრადიციას საფუძველი 2008 წლის 19 იანვარს, ნათლისღების დღესასწაულზე ჩაეყარა.