რეჟისორი დეა კულუმბეგაშვილი სან სებასტიანის კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე იქნება. ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.
ქართველი რეჟისორი ფილმით დასაწყისი, გასულ წელს სან-სებასტიანის ტრიუმფატორი გახდა. სურათმა საუკეთსო ფილმის, რეჟისორის, სცენარისა(დეა კულუმბეგაშვილი და რატი ონელი) და მსახიობი ქალის(ია სუხიტაშვილი) ნომინაციებში გაიმარჯვა.
სან სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალი, უმაღლესი, A კლასის კინოფესტივალია. წელს ის 17-25 სექტემბერს გაიმართება.