ალავერდში წმინდა გიორგის ფრესკა აღმოაჩინეს.
მხატვარ-რესტავრატორები დარწმუნებით აცხადებენ, რომ ფრესკაზე სწორედ წმინდა გიორგია გამოსახული. ვერსიას ის ფაქტიც ამყარებს, რომ ალავერდის მონასტერი წმინდანის სახელობისაა.
ფრესკა წმინდა ალავერდელის საფლავს დაჰყურებს. წლების განმავლობაში ის წმინდა სამების ფრესკით იყო დაფარული.
ფრესკაზე მეცნიერები უკვე მუშაობენ.
სწორედ ისინი დაადგენენ რომელ საუკუნეშია ის შესრულებული.