ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სახელმწიფო პრეპარატ "ტოცილიზუმაბის" გამოყენების ხარჯებს ანაზღაურებს.
მინისტრი ამბობს, რომ სამწუხაროა, როდესაც კლინიკის ექიმები მიმართავენ პაციენტებს "შავ ბაზარზე" ამ მედიკამენტის 4-ჯერ უფრო ძვირად შესაძენად.
"თქვენ იცით, რომ სახელმწიფო პრეპარატ "ტოცილიზუმაბის" გამოყენების ხარჯებს ანაზღაურებს და ასევე, ისიც, რომ პრეპარატის შემსყიდველები ხართ თქვენ, კლინიკების ხელმძღვანელები. ძალიან ვწუხვარ, როცა სოციალურ ქსელში და სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებით ჩვენ გვესმის, თუ როგორ მიმართავენ ამა თუ იმ კლინიკის ექიმები პაციენტებს "შავ ბაზარზე" ამ მედიკამენტის 4-ჯერ უფრო ძვირად შესაძენად. ეს არის ძალიან ცუდი ფაქტი. ამ ფაქტით სხვადასხვა სტრუქტურები არიან დაინტერესებულები. მათ უნდა გამოიძიონ”, - აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე.