დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში თქვა, რომ 4 ოქტომბერს უნდა აღდგეს სწავლა, „დიდ რაოდენობა სკოლებში“.
„ვახორციელებთ მასშტაბურ პროექტს განათლების სამინისტროსთან ერთად, შეირჩა 400-500 სკოლა დიფერენცირებულად რეგიონებში, სადაც ინტერნეტის ხელმისაწვდომობა დაბალია. ოთხში უნდა აღდგეს სწავლა, როგორც გამოცხადდა, დიდ რაოდენობა სკოლებში. ყველა მოწაფე, მასწავლებელი იქ უნდა გამოვიკვლიოთ(პისიარი, სწრაფი ტესტი - ამაზე ვმუშაობთ). დარწმუნებული ვარ ამ სკოლებში, რაც არის შერჩეული, გავრცელება არ გვექნება მაღალი, დადებითობის მაჩვენებელი გვექნება დაბალი და უსაფრთხო გარემო გვექნება. ამ ბავშვებს უნდა მივცეთ სწავლის უფლება“, - თქვა გამყრელიძემ.