ოკუპირებულ გალის რაიონში, ენგურის ხიდთან, ღამით დაახლოებით 3 ბალიანი მიწისძვრა დაფიქსირდა. საქართველოს სეისმოლოგიური ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია. მიწისძვრის ბიძგები ზუგდიდის რაიონის მოსახლეობამაც იგრძნო.
"წუხელ 00:43 საათზე დაფიქსირდა მიწისძვრა, დაახლოებით 3,5 ბალი, გალის ჩრდილოეთით მომიჯნავე ტერიტორიაზე. ეს არ არის მჭიდროდ დასახლებული ტერიტორია და ამიტომაც ნგრევას და ზიანს ადგილი არ ჰქონია", _ აცხადებს სეისმოლოგი ნატო ჯორჯიაშვილი.