ცნობილი პოლონელი საზოგადო მოღვაწე ადამ მიხნიკი დღეს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრება.
ადამ მიხნიკი თსუ-ში სემინარს თემაზე "აქტიური საზოგადოება პრაქტიკაში" ჩაატარებს.
მეცნიერის ვიზიტი "ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეის საქართველოს ეროვნული კომიტეტთან" და პოლონურ ორგანიზაცია "სხვა განზომილებასთან" პარტნიორობით მიმდინარეობს.
ღონისძიება დღეს, 11 ნოემბერს, 16.00 საათზე, თსუ-ის მეორე კორპუსში ჩატარდება. (მის: ი.ჭავჭავაძის 3, მეორე სართული, იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკა).