საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე დღეს თბილისის №1 საჯარო სკოლას ეწვევა და ფიზიკის "აბიტურის საათს" გაეცნობა.
კოკა სეფერთელაძე მეთორმეტეკლასელთა ფიზიკის "აბიტურის საათს" სკოლის ფიზიკის კაბინეტში დაესწრება.
მინისტრის მოადგილე მოსწავლეებს გაესაუბრება, ასევე, ახალი ტიპის საგამოცდო მოდელზე, რომლითაც წელს პირველად საატესტატო გამოცდები ტარდება.
"აბიტურის საათი" ეროვნული სასწავლო გეგმითაა გათვალისწინებული და მხოლოდ განვლილი მასალის განმეორებას ეთმობა.