დღეს, 11 ნოემბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული სწავლებისთვის განკუთვნილი 628 სახელმძღვანელო გადაეცემა. სახელმძღვანელოები შეიმუშავა და გამოსცა გაეროს განვითარების პროგრამამ შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებითა და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასთან თანამშრომლობით.
ახალი სახელმძღვანელოები სოფლის მეურნეობის, საკვების გადამამუშავებელი მრეწველობისა და სამშენებლო დარგების პროფესიული კურსებისთვისაა განკუთვნილი. წელს მათ თელავის, ახალციხის, კაჭრეთის, გორის, ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდისა და ამბროლაურის 21 პროფესიული კოლეჯი გამოიყენებს.
ამავე პროექტის ფარგლებში შემუშავდა გადამზადების პროგრამა, რომლის მიზანიც პროფესიული განათლების მასწავლებელთა პედაგოგიური და პროფესიული უნარების ამაღლებაა.
ცნობისათვის: საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის მიერ უკვე განხორციელდა 5 პროფესიული კოლეჯის 34 მასწავლებლის გადამზადება.