დიდ ბრიტანეთში მოღვაწე ქართველ მომღერალს ქეთი მელუას ევროპული კულტურის პრიზი გადაეცა.
დაჯილდოების ცერემონია გერმანიაში, ბონის ოპერის თეატში გაიმართა.
წლევანდელ ღონისძიებაზე ევროპის კულტურის პრიზი გადაეცათ კულტურისა, პოლიტიკისა და სხვა სფეროების გამორჩეულ მოღვაწეებს, ევროპისა და ევროპელებისთვის გაწეული საქმისა და განსაკუთრებული წვლილისთვის.
წლევანდელი პრიზი გადაეცა ასევე სახელგანთქმულ გერმანულ როკ-ჯგუფს Scorpion-ს.