თბილისში მშენებარე კორპუსის მე-9 სართულიდან მუშა ჩამოვარდა. 22 წლის რომან ქვარცხავა ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა ჭავჭავაძის 49 ნომერში მიმდინარე მშენებლობაზე რამდენიმე საათის წინ მოხდა.
მშენებლობაზე მუშაობა მან ერთი კვირის წინ დაიწყო.
ცოცხალი გადარჩა მასთან ერთად მომუშავე 23 წლის იულონ კვარაცხელია, რომელიც ჩამოვარდნას შემთხვევით გადაურჩა. ის ნაგებობაზე ფეხით დაეკიდა, რის შედეგადაც, კიდურის დაზიანება მიიღო. კვარაცხელია შოკური მდგომარეობით რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.