"ბი ჯი კაპიტალის" ინფორაციით, საქართველოს ეროვნული ბანკის მთლიანი საერთაშორისო რეზერვები ოქტომბერში 1.6%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 2.14 მლდ აშშ დოლარი შეადგინა (1.6%-ით გაიზარდა მიმდინარე წლის დასაწყისიდან).
"ბი ჯი კაპიტალიის" ანალიტიკოსის ვიტალი ვავრიშჩუკის განცხადებით,
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ოქტომბერში 30 მლნ აშშ დოლარამდე გაზარდა სავალუტო აუქციონზე უცხოური ვალუტის წმინდა შესყიდვები მაშინ, როდესაც სექტემბერში ბანკის მიერ უცხოური ვალუტის წმინდა შესყიდვები 21 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა.
"გასულ თვეს უცხოური ვალუტის მიწოდება, ჩვენი აზრით, ძირითადად განპირობებული იყო უცხოური პირდაპირი ინვესტიციებისა და სავალო კაპიტალის შემოდინების ზრდით. აღნიშნულმა გამოიწვია ოქტომბერში დოლარის მიმართ ლარის 1.7%-ით გამყარება.
მიმდინარე ტენდენციის გათვალისწინებით, ჩვენი 2010 წლის სავალუტო კურსის პროგნოზი, რომელიც შეადგენს 1.9-ს, შედარებით პესიმისტურად გამოიყურება და ჩვენ უახლოეს მომავალში ვგეგმავთ მის კორექტირებას. ამასთანავე, ჩვენ ვინარჩუნებთ 2010 წლის საქართველოს ეროვნული ბანკის რეზერვების პროგნოზს 2.33 მლდ აშშ დოლარის ოდენობით. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ უცხოური ვალუტის მზარდი შესყიდვების და 160 მლნ აშშ დოლარის ოდენობის საერთაშორისო სავალუტო ფონდის სასესხო ტრანშის გამო, რეზერვები სავარაუდოდ კიდევ გაიზრდება"- აცხადებს "ბი ჯი კაპიტალიის" ანალიტიკოსი ვიტალი ვავრიშჩუკი.
შეგახსენებთ, რომ სს "ბი ჯი კაპიტალი"(ყოფილი "გალტ ენდ თაგგარტ სექიურითის"), წარმოადგენს საქართველოში მოწინავე საინვესტიციო ბანკს, რომელიც დაარსდა 2000წელს. კომპანია სთავაზობს კლიენტებს სრულ საინვესტიციო საბანკო მომსახურებას განვითარებადი ბაზრის მქონე ქვეყნებში და ყოფილ საბჭოთა კავშირისრესპუბლიკებში, ძირითადად საქართველოში, უკრაინასა და ბელარუსიაში. კომპანიის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებებია საბროკერომომსახურება აქციებისა და ობლიგაციების შეძენაში, კვლევების ჩატარება, და კლიენტებისათვის საინვესტიციო კაპიტალის მოზიდვა.
2010 წელს, პრესტიჟულმა გამომცემლობამ, "Eურომონეყ"-მ, სს "ბი ჯი კაპიტალი" დაასახელა როგორც განვითარებად ბაზრებზე მოქმედი საუკეთესოსაინვესტიციო ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.
სს "ბი ჯი კაპიტალი"-ს 100% წილის მფლობელია სს "საქართველოს ბანკი".