2011 წელს მთავრობა პრეზიდენტის დანაპირებს შეასრულებს და აბსოლუტურად ყველა პირველკასელს ნეტბუქი დაურიგდება. ამის პირობას ფინანსთა მინისტრის მოადგილე პაპუნა პეტრაიშვილი დებს, რომლის განმარტებითაც, 2011 წლის ბიუჯეტში ამ მიმართულებით 32 მილიონი ლარია გათვალისწინებული.
პეტრაიშვილის განმარტებით, 2011 წელს შესაძლებელი გახდება ასევე ინგლისურენოვანმა მასწავლებლებმა მთლიანად საქართველოს ყველა სკოლა მოიცვან.
ფინანსთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, თუ 2010 წელს საქართველოში 500 ინგლისურენოვანი მასწავლებელი შემოვიდა, 2011 წელს მათი რაოდენობა 1500-ს მიაღწევს, რისი დაფინანსებაც მთლიანად ბიუჯეტიდან მოხდება.