თურქი სამხედროების ინფორმაციით, ქაბულის ჰამიდ კარზაის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის სიახლოვეს ორი აფეთქება მოხდა.
Fox-ი იუწყება, რომ მეორე აფეთქება სასტუმროსთან ახლოს მოხდა, სადაც ამერიკელები იკრიბებოდნენ.
ქაბულის აეროპორტთამ პირველი აფეთქება რამდენიმე ხნის წინ მოხდა. ინფორმაციაა დაადასტურა პენტაგონის პრესმდივანმა ჯონ კირბმა.
ტელეარხ al-Jazeera-ს ინფორმაციით, აფეთქებას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა კიდევ 15.
BBC-ი თალიბანის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება, რომ აფეთქებას 11 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ქალები და ბავშვები. მისივე ცნობით, აფეთქების შედეგად დაჭრა თალიბანის რამდენიმე მებრძოლი. ეს ინფორმაცია ოფიციალური წყაროების მიხედვით ჯერჯერობით არ დასტურდება.
პირველადი ინფორმაციით, აეროპორტთან, სადაც ათასობით ადამიანი ევაკუაციის მოლოდინშია შეკრებილი, აფეთქება თვითმკვლელმა მოიერიშემ განახორციელა.