ქაბულის ჰამიდ კარზაის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის სიახლოვეს აფეთქება მოხდა. ინფორმაციას ადასტურებს პენტაგონის პრესმდივანი ჯონ კირბი.
პირველადი ინფორმაციით, აეროპორტთან სადაც ათასობით ადამიანი ევაკუაციის მოლოდინშია შეკრებილი, აფეთქება თვითმკვლელმა მოიერიშემ განახორციელა.
დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯეობით არ ვრცელდება.
ტელეარხ al-Jazeera-ს ინფორმაციით, აფეთქებას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა კიდევ 15.
ამასთან, თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას აეროპორტთან მომხდარი მეორე აფეთქების შესახებაც. ინფორმაცია ზუსტდება.